„ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში არის მართალი – რუსეთი შემოიჭრა და ხდება ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ეს სააკაშვილს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან და უამრავი შეკითხვა დარჩა პასუხგაუცემელი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მაგალითად, რატომ აწერს ხელს ისეთ დოკუმენტს, რომლითაც შეიძლება, ქართველი სამხედრო გასამართლდეს? ან რატომ არ გამოჰყავს სამოქალაქო პირები იმ ზონიდან, სადაც გარდაუვალია საომარი მოქმედებების განვითარება, რამაც ათეულობით მსხვერპლი გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობაში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.