„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არის ევროპულ სტანდარტზე მყოფი ქვეყანა, დემოკრატიის თვალსაზრისით და ელექტორალურ დემოკრატიებში არის მოწინავეთა შორის” – ვოლსკი
„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არის ევროპულ სტანდარტზე მყოფი ქვეყანა, დემოკრატიის თვალსაზრისით და ელექტორალურ დემოკრატიებში არის მოწინავეთა შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ, პოლიტიკური რეჟიმის ინდექსზე საუბრისას აღნიშნა.
“კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არის ევროპულ სტანდარტზე მყოფი ქვეყანა, დემოკრატიის თვალსაზრისით და ელექტორალურ დემოკრატიებში არის მოწინავეთა შორის, განსხვავებით მთელი რიგი ქვეყნებისაგან, მათ შორის ევროკავშირის თუ ნატოს წევრი ქვეყნებისაგან. აი, ეს ერთ-ერთი მონაცემია კიდევ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ვითარება შექმნა, აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა“, – განაცხადა ვოლსკიმ.