“მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს” – ოდიშარია
“მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია “გორბის” კვლევაზე საუბრისას აცხადებს.
“კვლევაში ნათქვამია, რომ არის +/- 3% ცდომილების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება +, ხოლო იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა გაერთიანდნენ ხელოვნურად და რომლებმაც კიდევ უფრო დააკნინეს საკუთარი ისედაც დაკნინებული რეიტინგი, კიდევ უფრო მეტად დააკლდება“, – აღნიშნავს დეპუტატი.