“60%-ზე მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს” – ვოლსკი
“ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.
“დიდი რაოდენობის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული საქართველო მოწინავეთა რიგებში. რა საკვირველია, ეს ყველაფერი „გორბის” კვლევაშიც აისახა. არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის – ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.