“რაღას წვალობენ ეს რაღაც, „ნაცმოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები, ადგნენ და შეუერთდნენ მათ” – ლილუაშვილი
“გამოვიდა და თქვა, ჩემზე და ჩემს თავისუფლებაზეა მომართული მთელი დასავლური სამყაროო. რთულია, მოიტყუო და მერე, უკაცრავად ჟარგონისთვის და – ეძებო გზები, როგორ “გააპრავო” ეს ტყუილი”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მსჯავრდებულ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.
“რაღას წვალობენ ეს რაღაც, „ნაციონალური მოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები. ადგნენ და შეუერთდნენ „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავისუფალ ვარდნაშია. ერთი, ერთნახევარ პროცენტის შედეგს მაინც მიიტანენ იქ და მადლიერები დაურჩებიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ჩემი აზრით, შანსები არ აქვთ და მგონია, რომ ტყუილად წვალობენ და გვაწვალებენ ჩვენც”, – განაცხადა ლილუაშვილმა.