“ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ქართული ოცნება“ იგებს ღირსეულად საქართველოსა და საქართველოსთან ერთად. ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ამას აქვს ობიექტური მიზეზები, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ორიენტირებული საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის ორიენტირებული მხოლოდ არეულობაზე, უპრინციპო, უზნეო დამოკიდებულებაზე მათ შორის, ერთმანეთის მიმართაც. ამიტომ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრამდე ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”, – განაცხადა დეპუტატმა.