“როგორც წესი, „გორბი“ ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან” – ოდიშარია

„განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიების მიერ დაკვეთილი ამ ტიპის კვლევებისგან, ისევე – როგორც რადიკალების პარტიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, „გორბი“ ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“ვფიქრობ, „ქართული ოცნებისათვის“ ეს არის კარგი შედეგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის. კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, რადგან შევალთ დებატებში, ძალიან ბევრი რამ გამოირკვევა, ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ამ ადამიანების ეს მყიფე რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, დაიწევს და ძალიან ბევრ მათგანს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, იმიტომ, რომ ჯერ ხალხს არ აქვს გაანალიზებული. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლევა იყო მანამდე, ვიდრე ეს გაურკვეველი, უშინაარსო გაერთიანებები შედგა. ადამიანები იმსჯელებენ, დაასკვნიან, რომ არ შეიძლება, ხმა მისცე აჯაფსანდალს ან, როგორც ამას წინათ მოგახსენეთ, ჰელოუინს, ერთად შეკრებილ პუბლიკას, რომელიც მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს და ვერანაირ მომავლის იმედს ვერ უქმნის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველთან გულწრფელი წარდგომის შედეგად, ჩვენი პროგრამის პრეზენტაციის, სიის პრეზენტაციის შემდგომ აიწევს, ხოლო ამ ადამიანების ყველა რესურსი ამოწურულია, ვფიქრობ, მილევად რეჟიმშია და, შესაბამისად, შედეგებიც არ დააყოვნებს“, – განაცხადა  ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები