“ვებგვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს” – TKT.GE საქართველო-ჩეხეთის მატჩზე

“7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. 

მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. გაყიდვები 15 აგვისტოს, 12 საათზე დაიწყება”, – ინფორმაციას TKT.GE  ავრცელებს.

“ბილეთების შეძენის ინსტრუქცია:

• 12 საათზე, ონლაინ რიგის სისტემა Queue.it, ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს;

• თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

• ბილეთის შეძენისთვის აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება ( სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა და მობ. ნომერი )

•ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:

• რიგის ნომერი ზუსტად 12 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით მოგენიჭებათ. შესაბამისად, ვებგვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს.

• არ გააზიაროთ რიგის სქრინი ან ბმული, არ განაახლოთ (დაარეფრეშოთ) გვერდი

დარწმუნდით ინტერნეტ კავშირის გამართულობაში

დამატებითი ღონისძიებები გატარდება გადამყიდველების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება”, – განმარტებულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები