“მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებსა და ნემსებთან შეხება დაუშვებელია” – მაია ბუწაშვილი
“ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ. არაერთხელ ხდება ჩხვლეტა (სპეციალურად, ვითომ ექიმები არიან, ან შემთხვევით). ეს ძალიან სტრესულია ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც. დგება სხვადასხვა კვლევის ჩატარების საჭიროება”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებსა და ნემსებთან შეხება დაუშვებელია. ასევე, უნდა ვუთხრათ, რომ თუ შემთხვევით ჩხვლეტის ფაქტი მოხდება, არ დამალონ და აუცილებლად დროულად ჩააყენონ უფროსები საქმის კურსში”, – წერს ბუწაშვილი.