“ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ?! ” – ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს
” – წერს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.
ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ის საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.
კულინარიის ვარსკვლავის, ჯეიმი ოლივერის გამომწერებს სოციალური არხებით საშუალება აქვთ, თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.