7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება – ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება
7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.