“ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ, არასდროს დანებდეთ!” – გენო პეტრიაშვილი
„მინდა, თითოეულ ოლიმპიელს მივულოცო ეს წარმატებული გამოსვლა. თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს გამარჯვებები… ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი დახვედრისა და შეხვედრისთვის”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა გორში, საზეიმო დახვედრაზე აღნიშნა.
“ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ, არასდროს დანებდეთ! ჩემი გუნდელები, ძიუდოისტები, ჩემი თანამებრძოლები არიან და ყოველ ვარჯიშზე, ჩვენი უმთავრესი დევიზი და უმთავრესი “მუღამი”, ვარჯიშისა და გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.