ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ მას სისხლი ესაჭიროება.

ანო მაისურაძე მოქალაქეებს მიმართავს და წერს, რომ მსურველებს სისხლის ჩაბარების შესაძლებლობა კავკასიის მედიცინის ცენტრში აქვთ.

“ძვირფასო ხალხო, ჩემ საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი. თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩააბაროთ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და ამის სანაცვლოდ ზურასთვის მოგვცემენ შესაბამისი ჯგუფის სისხლს. უდიდესი მადლობა ყველას ვინც შეძლებთ დახმარებას”,- წერს ანო მაისურაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები