არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც

მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.

გორდულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილია მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან აქამდე და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც.

„კიდევ ერთხელ წარმოჩინდა როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ კრებსითად, ისე მიხეილ სააკაშვილი, რომ გაჯერებულია ტყუილებით და ცდილობენ, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინონ საზოგადოებაში, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რაც გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილია მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან აქამდე და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები