“რეკორდების თავი აღარ მაქვს; ჩემი მთავარი მიზანია, შევინარჩუნო ის ტიტულები, რაც მოვიგე” – ლაშა ტალახაძე
“რეკორდების თავი აღარ მაქვს. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, შევინარჩუნო ის ტიტულები, რაც მოვიგე”, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა.
“რეკორდი იმდენი გვაქვს გაკეთებული, წლების მანძილზე გაუჭირდებათ მათი მოხსნა. ჩემი ტრავმებიდან გამომდინარე, ჩემს რეკორდებთან ახლოს ვეღარ მივდივარ”, – აღნიშნა ტალახაძემ.