ირაკლი ქადაგიშვილი: ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.

„ზოგადად ტყუილი მისი ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ“ და საერთოდ ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც კი მიკროფონთან ან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. ის რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები