გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” უნდა გასამართლდეს.
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, როგორც მინიმუმ მხოლოდ აგვისტოს ომია საკმარისი საფუძველი. რომ ვერ აირიდეს თავიდან ეს ომი და შემდგომ თავიანთ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ გასამართლდეს ეს რეჟიმი და როგორც პოლიტიკური ძალა აღარ არსებობდეს.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.