საჩხერეში, სოფელ ორღულის ტყეში დაკარგულ 22 წლის ბიჭს ეძებენ

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორღულის ტყეში დაკარგულ 22 წლის საბა მაჭავარიანს ეძებენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგულის და, სალომე მაჭავარიანი წერს და დახმარებას ითხოვს.

“ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ.

დაიკარგა ჩემი ძმა, საბა მაჭავარიანი 22 წლის, სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 5 საათის მერე არ გამოსულა კონტაქტზე. გვითხრა, რომ დაიკარგა, გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით, თუ ვინმემ რამე იცით, გამომეხმაურეთ უმორჩილესად გთხოვთ. ეძებს სამაშველო, პოლიციაც და მოსახლეობაც.

ტელ: 598319697”, – წერს სალომე მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები