გია ვოლსკი – აგვისტოს ომზე: „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა

მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ  2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრის კონტექსტში “ნაციონალურ მოძრაობაზე”  განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა”.

„ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ თურმე რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო საქართველოს წინააღმდეგ. ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები