გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: პირწმინდად დამარცხდებიან, უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ 30-40 მანდატი გაინაწილონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის შედეგი უკვე ცნობილია, ისინი პირწმინდად დამარცხებული არიან.

„ოპოზიციას ექნება ერთი შედეგი, რაც ცნობილია ყველასთვის, მათ შორის უცხოური ძალისთვის, ოპოზიციისთვისაც, რომ ისინი პირწმინდად დამარცხდებიან. უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ 30-40 მანდატი გაინაწილონ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დედა პარტიას გამოეყო ბევრი. ზოგმა ძველით ახალი დაარქვა, ზოგმა ახლით ძველი დაირქვა, ზოგმა იმდენიც კი ვერ გაბედა, რომ გასულიყო პოლიტიკიდან, როდესაც საერთაშორისო საარბიტრაჟომ პირდაპირ თაღლითობაში დასდო ბრალი და ა.შ. ამიტომ ოპოზიციის შედეგი უკვე ცნობილია, ისინი პირწმინდად დამარცხებული არიან. უბრალოდ ახლა დადიან აქეთ-იქით, რათა დაახლოებით 40 მანდატი როგორმე ერთმანეთში გაინაწილონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები