ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელი კონგრესმენი, თუ სენატორი, რომელიც დემოკრატიას გვიწუნებს, თავად აღმოჩნდება ხოლმე კორუმპირებული – გურამ მაჭარაშვილი

ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი, თუ სენატორი, რომელიც ჭკუას გვარიგებს და დემოკრატიას გვიწუნებს, თავად აღმოჩნდება ხოლმე ან კორუმპირებული, ან უცხოელ აგენტად ბრალდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი, თუ სენატორი, რომელიც ჭკუას გვარიგებს და დემოკრატიას გვიწუნებს, თავად აღმოჩნდება ხოლმე ან უცხოელ აგენტად ბრალდებული, ან კორუფციაში ბრალდებული. ბატონი ტერნერიც, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, მის წარსულს რომ გადავხედოთ, ოფიციალურ ვერსიაზე დაყრდნობით და არაერთი სააგენტო იუწყება ამას, რომ იგი ბრალდებულია კორუფციაში. ყველამ რომ თავის კორუფციას მიხედოს, ხომ კარგი იქნება?! სხვათა შორის, შეგვიძლია კონსულტაციები გავუწიოთ, რადგან კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად წინ მიიწევს მათივე შეფასებების მიხედვით. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ აქაური რადიკალური ოპოზიცია იხდის თანხებს იმისათვის, რომ შემდგომ იქ [უცხოეთში] რაღაც განცხადებები გაკეთდეს და მერე ეს FARA-ზე აღმოჩნდება ხოლმე, რომ დაქირავებული ჰყავთ [ლობისტები]“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები