კახა კალაძე: გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია – მადლობა მას საქართველოს გახარებისთვის
“გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია! მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის!”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია.
“დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი – მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან.
გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია! მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის! ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია. წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს!”,- წერს კალაძე.
ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.