მეუფე ანდრია: გვწამს და გვჯერა, აუცილებლად ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„აგვისტოს თვე მარტო არ არის დაკავშირებული 2008 წელს განვითარებულ ომთან, არამედ აგვისტოში დაიწყო ომი აფხაზეთში. ასე რომ ორმაგად მტკივნეულია ეს თვე ჩვენთვის, მაგრამ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც – ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები