ლაშა ბექაური ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე ოლიმპიურ ოქროს მედალს წარადგენს
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური 8 აგვისტოს, 19:45 საათზე, „იბერიასა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დაწყებამდე, საჩემპიონო მედალს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
„ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, იბერია – ბაშაქშეჰირის მატჩის დაწყებამდე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პარიზის საჩემპიონო მედალს გულშემატკივარს წარუდგენს.
ლაშა ბექაური მიხეილ მესხის სტადიონზე გულშემატკივრის წინაშე 19:45 საათიდან წარსდგება.
იბერიასა და ბაშაქშეჰირის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური 90 კგ. წონით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იზეიმა, მეორედ კი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოიპოვა.