შსს: 6 თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს – მათ შორის ყველაზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეა
6 თვის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს,- ამის შესახებ მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ პირთა შორის ყველაზე მეტი 28 პირი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
გაძევებულ პირთა შორის არიან: ირანის 16, ერაყის 14, ჩინეთის 11, ინდოეთის 11, თურქეთის 9; ნიგერიის და ეგვიპტის 8-8; რუსეთის 7; პაკისტანის 6; იორდანიის 5; ალჟირის 4; ეთიოპიის 3; ლიბიის 3; ტაჯიკეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, საუდის არაბეთის, სომხეთის 1-1 მოქალაქე.