დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებენ
დღეს, 30 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან ორი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, მედლების მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81კგ) და ეთერ ასკილაშვილი ( ძიუდო, -63 კგ) შეეცდებიან.