“სწავლა და უმაღლესი განათლების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია” – ეროვნულ გამოცდებს საქართველოს ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გიორგი კოჩალიძე აბარებს
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს საქართველოს ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში – გიორგი კოჩალიძე აბარებს, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობას და ვარჯიშს ბევრ დროს ვუთმობ, ჩემთვის სწავლა და უმაღლესი განათლების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის პროგრამაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. სამივე გამოცდა უკვე ვწერე და მოუთმენლად ველი შედეგებს. ყველას ვუსურვებ წარმატებას“, – აღნიშნავს სპორტსმენი.
სექტემბერში გიორგი კოჩალაძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატშიც, რომელიც ესპანეთში გაიმართება.