“ხვალ მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას ჩააბარებენ, აბიტურიენტები კი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“დღეს მაგისტრანტობის მსურველები საერთო სამაგისტრო გამოცდას წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერის ნაწილში ორ სესიად აბარებენ. საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 80%-მდე აპლიკანტი”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

“ამ დროის მონაცემებით, არის დაგვიანების 6 შემთხვევა.

ხვალ მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას ჩააბარებენ, აბიტურიენტები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები