საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების დამარცხება ანგარიშით 1:0 შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება 88-ე წუთზე მაიკო ბებიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრები C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდს შორის მოხვდა.

ინფორმაციისთვის: პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები