მეათე მონაწილეობა იქნება რეკორდი და გათანაბრება მამაკაცებთან – ნინო სალუქვაძე

მინდა, საქართველო იმითაც აღნიშნოს რუკაზე, რომ ქვეყნის წარმომადგენელი ქალი მეათედ გადის ოლიმპიურ თამაშებზე, რაც რეკორდია,- ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ.

“ურთულესი იყო ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. ყოველთვის რთულდება წესები, მცირდება მონაწილეთა რაოდენობა. ქალებს შორის, მეცხრედ მონაწილეობა – ესეც რეკორდია, მაგრამ მე-10 იქნება გათანაბრება მამაკაცებთან. თუ ვინმე დამეწევა, კი ბატონო, მაგრამ ჯერ ვეჭვობ. მინდა, ჩვენი ქვეყანა ამითაც აღვნიშნოთ რუკაზე, რომ საქართველოს ერთი წარმომადგენელი მეათედ იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. მთელს საქართველოს გუნდს, ყველა წარმომადგენელს ვუსურვებ თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ ჩვენებას”, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები