“ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლების აღკვეთის პირობებში არიან, ნებისმიერი შეღავათი არის ძალიან მნიშვნელოვანი” – თალაკვაძე

„პატიმრებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლების აღკვეთის პირობებში არიან, ნებისმიერი შეღავათი არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში”, ამნისტიის პროგრამაზე საუბრისას.

“ჩვენ ვეცადეთ, რომ ამნისტია გავრცელებულიყო ყველა იმ მუხლსა და დანაშაულზე, რომელსაც შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებით ამნისტია შეეხოს. ვისზე არ გავრცელდება ამნისტია, ესეც შემიძლია – გითხრათ, ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, სადაც მომეტებული საფრთხეა საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა, სადაც დანაშაულის განმეორება და რეციდივია, არის დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ აქაც კანონმდებლები ვალდებული ვართ, რომ ვიფიქროთ თანაბრად ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები