“[რობერტა მეცოლამ] ხაზგასმით დაადასტურა, რომ გაფართოება არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იქნება ყურადღება გამახვილებული” – ბოჭორიშვილი

“მან [რობერტა მეცოლამ] ხაზგასმით დაადასტურა, რომ გაფართოება არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იქნება ყურადღება გამახვილებული”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

“ამ კონტექსტში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის ის სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს გაფართოების პოლიტიკაში და ამას უნდა შეხედოს ევროპამ თვალებში და გაითვალისწინოს ეს ახალი რეალობა. ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო სწორედ მიღწევებზე დაფუძნებული პოლიტიკის კიდევ ერთხელ დადასტურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა იმ პროგრესის შესაბამისად გაიზომება, რაც იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, რაც, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმ პროგრესიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები