“ეროვნული ბანკი ეფექტურად მუშაობს, რაზეც საერთაშორისო შეფასებები და არსებული ვალუტის კურსიც მიუთითებს” – ქადაგიშვილი
“ეროვნული ბანკი ეფექტურად მუშაობს, რაზეც საერთაშორისო შეფასებები და არსებული ვალუტის კურსიც მიუთითებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ყოველთვის იყო ასეთი ტრადიცია, რომ ხდებოდა გარკვეული კონსულტაციები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ფუნქციონირებს. იგი ფუნქციონირებს ეფექტურად, ყველა საერთაშორისო შეფასებაც გვაძლევს ამ ინფორმაციას. რაც მთავარია, ამ ინფორმაციას გვაძლევს ვალუტის გაცვლითი კურსი”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.