“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აქტიურად იყოს ევროპარლამენტის დღის წესრიგში” – ბოჭორიშვილი
“ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ახალი დეპუტატია, ვინც საგარეო ურთიერთობებისა საკითხებში ჩაერთვება. მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები, მათთან საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველოს საკითხების წინ წამოწევა”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
“მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აქტიურად იყოს ევროპარლამენტის დღის წესრიგში. და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობები იყოს პრიორიტეტული. გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საქართველო იყოს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დღის წესრიგში”, – აღნიშნა დეპუტატმა.
მაკა ბოჭორიშვილი ამ წუთებში სტრასბურგში იმყოფება.