“ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში კანონის მიღების გაპროტესტების ფორმად წარმოუდგენელ აგრესიას, ფსიქოლოგიურ ტერორს” – წილოსანი
“დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტურ და საკუთარ იდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა.
“ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში კანონის მიღების გაპროტესტების ფორმად წარმოუდგენელ აგრესიას, ფსიქოლოგიურ ტერორს და შეურაცხყოფას მიიჩნევენ, ეს არის გლობალური სურათი, რაც აშშ-ს შემთხვევაში უმძიმესი ფორმით გამოიხატა”, – აღნიშნა დეპუტატმა.