“საკონსტიტუციო სასამართლოს ხან არ ცნობს, ხოლო თვითონ როცა დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს” – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე
„სასაცილოა, ტრაგიკული რომ არ იყოს – პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა გაახსენდა, რომ საჭირო ყოფილა და სარჩელის დაწერა მოუნდა”, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
“საკონსტიტუციო სასამართლოს ხან არ ცნობს, ხოლო თვითონ როცა დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს. თავად ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, ნიშნავს, რომ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ. ამბობდნენ, ამ კანონში მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო. ამდენი რუსული თუ იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ დაწერეს სარჩელი? – წაიკითხეს და ნახეს, რომ კონსტიტუციის შეუსაბამო არგუმენტები არ იყო. რაღაცას მოიმოქმედებენ, არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს“, – აღნიშნავს დეპუტატი.