“ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ეს არის არსებული პოლარიზაციისა და დაპირისპირების შეფასება” – ქადაგიშვილი
„დონალდ ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები თუ წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე კონკრეტული პასუხი შეიძლება მივიღოთ გამოძიების შემდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“ფაქტია, რომ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ის მიუღებელი რიტორიკა, რაც ომსა და მშვიდობას შორის არსებობს, გლობალური დაპირისპირება, რასაც ხანდახან გლობალური ომის პარტიასაც ვუწოდებთ, მძიმე, სამწუხარო ინციდენტების ალბათობას ბადებს. ამის მოწმე გავხდით ევროპის კონტინენტზე დროის მოკლე პერიოდში, როცა სლოვაკეთის პრემიერი სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის შემთხვევა იყო – ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს არის არსებული პოლარიზაციისა და დაპირისპირების შეფასება”, – აცხადებს ქადაგიშვილი.