“მათ შესახებ არ მოიძებნება საბაზისო ინფორმაციაც კი, ადამიანს რომ დაჭირდეს” – წილოსანი ენჯეო სექტორზე

“ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ იყო წარმოსახვითი მოცემულობა. მაშინაც ვამტკიცებდით და ახლა უკვე კონკრეტული მონაცემებით ვამტკიცებთ, რომ ენჯეო სექტორის 90%-ზე მეტი სრულიად გაუმჭვირვალეა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

“მათ შესახებ არ მოიძებნება საბაზისო ინფორმაციაც კი, ადამიანს რომ დაჭირდეს. იმ ერთეულ შემთხვევებშიც, საუბარია 8 ენჯეოზე, რომელზეც საბაზისო ინფორმაცია იძებნებოდა, ნამდვილად ვერ მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ მათი საქმიანობა არის გამჭვირვალე”, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები