“ჰუმანური აქტია” – ვოლსკი ამნისტიის კანონზე

“ჰუმანური აქტია და თუკი ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფები, სუბიექტები, პარტიები გამოდიან და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს წინასაარჩევნო მოსყიდვაა, რეალურად, მიუთითებენ იმაზე, რომ სწორედაც არ შეცვლილა მათი დამოკიდებულება საპატიმროში მყოფი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ამნისტიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

“შეიძლება, გამოისყიდონ მცირედით ის დანაშაულებები, რომლებიც ჩაიდინეს, მათ შორის, პატიმრების, პატიმრების ოჯახების მიმართ, თუკი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ”, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები