“ევროკავშირის ქვეყნებიდან: საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა მოგზაურთა ყველაზე დიდი რაოდენობა” – ომიაძე

საქართველოში მოგზაურთა რაოდენობამ ბოლო 6 თვეში 2 მილიონს გადააჭარბა.

ეს შედეგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით მეტია.

“წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპის ქვეყნებიდან მოგზაურთა 10-იანი მატება გვაქვს, რაც ძალიან კარგია.

ასევე, უნდა აღინიშნოს სპარსეთის ყურის ქვეყნები, სადაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 40%-იანი მატება გვაქვს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა მოგზაურთა ყველაზე დიდი რაოდენობა და, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთიდან”, – განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები