მონაკოში ტრანსფერი გაუქმდა – გიორგი მიქაუტაძე ლიონში ითამაშებს
მონაკოში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა,
ქართველმა ფორვარდმა მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.
23 წლის მიქაუტაძეს ლიონში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
გიორგი მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, ფეხბურთის თამაშიც ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო, თუმცა, შემდეგ სათამაშოდ მეცში გადავიდა.
ლიონმა შარშან ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს.