2024 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +38.8%-ით გაიზარდა

საქართველოში, იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან  42,905  საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  +38.8%-ით მეტია. ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან  +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები