“იმისათვის, რომ ჩვილებს არ მოშივდეთ, კოორდინატორებს ისინი საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე შემოჰყავთ” – გამოცდების ეროვნული ცენტრი – აბიტურიენტების შვილებზე
“2024 წელსაც მასწავლებლის გამოცდის მონაწილეებს შორის არიან დედები, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პატარებისა და მათი მშობლების სიმშვიდეზე წელსაც განსაკუთრებულად ზრუნავს – იმისათვის, რომ ჩვილებს არ მოშივდეთ, კოორდინატორებს ისინი საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე შემოჰყავთ”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დედები სექტორებს მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი ისევ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას”, – წერია ინფორმაციაში.