მიქანაძე – გაბიტაშვილზე: ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ არის აპოლიტიკური, ძალიან დიდი გამოცდილების მქონეა

“ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ არის აპოლიტიკური, არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილზე საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიცია აცხადებს, რომ არ ჩაერთვება განხილვებსა და კენჭისყრაში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აცხადებენ – ამ კანდიდატს ვერანაირად ვერაფერს წარუდგენს მაკომპრომატირებულს, რადგან ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რაც მათ შეუძლიათ, წარუდგინონ ადამიანს, რომელიც ცალსახად პროფესიონალია”, – აღნიშნავს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები