არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის ევროპარლამენტის პირველი სესია გაიმართება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში უკვე გაემგზავრა – მისი შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციას შეეხება.
“იწყება პოლიტიკური ჯგუფების, კომიტეტების, დელეგაციების ჩამოყალიბება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინ არიან პარლამენტის ახალი წევრები, რა ინტერესები აქვთ, ვის აინტერესებს საქართველოს საკითხებზე მუშაობა და, ბუნებრივია, განვიხილავთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს ევროკავშირთან ურთიერთობაში”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.