“არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ჰქვია ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა” – ვოლსკი
“უტიფრად აცხადებენ, რომ არაფერი არ არის დამალული, ყველაფერი არის გამჭვირვალე და, რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ჰქვია ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.
“ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი, სამართლიანი დამკვირვებელი იტყვის, რომ დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილები არიან პოლიტიკურ ველზე, წინა ხაზში მონაწილეობენ, დესტაბილიზაციას ქადაგებენ და, რეალურად, საზოგადოებას არავითარ ინფორმაციას არ აწვდის”, – ამბობს ვოლსკი.