დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ურჩევნია, რომ კონსტიტუციის დაცვას მიხედოს და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეწყვიტოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს ეხმაურება.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუცია ყველაზე მეტჯერ დაარღვია.

„სალომე ზურაბიშვილს ურჩევნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის დაცვას მიხედოს და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეწყვიტოს“, – განუცხადა მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები