ძალიან ამაყი ვარ – გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საკუთარ მიღწევას ევრო 2024-ის ფარგლებში და გუნდს ამ წარმატებას ულოცავს.
„ძალიან ამაყი ვარ ევრო 2024-ის ბომბარდირთა სიაში მოხვედრით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს, ეს ყველაფერი თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს ფეხბურთელი.