“სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს” – პაპუაშვილი
“სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი”, – წერს პაპუაშვილი.