„ჩვენი პოზიცია ნათელია, რადგან ჩვენ, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, არის ავტორი ამ ჩანაწერისა და ამ განაცხადის. [კონსტიტუციაში] ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს – ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
“ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ პოზიცია გაგაცანით. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.